ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის მეცხრე დღეა!
     ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნლი პორტფოლიოს პრეზენტაცები,განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეული მათგანის შესახებ,რა გავითვალისწინოთ მომავალ მუშაობაში.
       ასევე,მინდა აღვნიშნო ჩვენი ტრენინგ ჯგუფის ხელმძღვანელის ,ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილის წვლილი თითოეული სატრენინგე დღის შინაარსიანად და ნაყოფიერად ჩატარებაში .
       მინდა გულრწფელი მადლობა გადავუხადო მას პროფესიონალიზმისსათვის!

ტრენინგის მერვე დღე

დღეს არის ტრენინგის მერვე დღე!
ვიმუსავე ფასილიტაციის მასალების შწექმნაზე,ასევე დავასრულე ჩემს სასწავლო პროექტზე მუსაობა ავტვირთე ბლოგზე და ველოდები კოლეგების კომენტარებს
    .მომდევნო ტრენინგის დღეს წარმოვადგენ ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაციას,

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მეშვიდე დღე

არსებული პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე,ვცდილობ  ჩემი გამოცდილება შევუსაბამო თითოეული მოსწავლის  ინტერესებსა და შესაძლებლობებს  შესაბამისი რესურსების გამოყენებით.ასევე განუვითარო მათ თვითრეგულირების უნარი,რითაც ვქმნი  ყველა პირობას  იმისა რომ თითოეული მათგანი დარწმუნებული იყოს საკუთარ შესაძლებლობაში.

ნაწყვეტი ფილმიდან „ჩარირამა“


ტრენინგის მეექვსე დღე

         დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.ასევე,რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო  პროცესის დაგეგმვაში და  პროექტებზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო  მოსწავლეთა მიერ სასწავლო  სასწავლო მიზნების მიღწევა.
          ასევე  განვიხილეთ მასწავლებლის  წვლილი მოსწავლეთა შეფასებაში,ისევე როგორც თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში.