სასწავლო პროექტი


მოგზაურობა ლუვრში

მთავარი თემა: უფრო მეტად გავხადოთ ფრანგული ენა და კულტურა აქტუალური. გავაცნოთ ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საფრანგეთის და მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო მუზეუმი.

პროექტის აქტუალობა:  უფრო მეტი ვიცოდეთ საფრანგეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინტერნეტიდან მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევები, მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლონ მოგზაურობის მოწყობა საფრანგეთის ისტორიაში.

მიზანი: მოსწავლეები ეძებენ საინტერესო მასალებს ინტერნეტში, აგროვებენ ინფორმაციებს, რათა მეტად გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის შესახებ.

მოსწავლეთ ა ასაკი: 16–17 წელი 

ვადები/ხანგრძლივობა:  7 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
1)  მომზადება სასკოლო ღონისძიების : “მოგზაურობა ლუვრში“,
2)  გამოქვეყნდება კედლის გაზეთი,
3)  ბავშვები გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს ბევრი უცხო სიტყვის მოპოვებით, გადათარგმნით და შესწავლით.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები,  კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, მარკერები, ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა  1: მასწავლებლის მიერ შეთავაზებული რამდენიმე პროექტიდან მოსწავლეების მიერ შერჩეული იქნა ერთ–ერთი
აქტივობა  2. იძიებენ ინფორმაციას ლუვრის მუზეუმის, მასში განთავსებული ექსპონატების შესახებ.
აქტივობა  3. ვამზადებთ შიდასასკოლო ღონისძიებას „მოგზაურობა ლუვრში“.
აქტივობა  4. ვქმნითთ და ვაქვეყნებთ კედლის გაზეთს.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  უცხ.XI. 21 მოსსწავლე ამოიცნობს უცხო ენოვან ინფორმაციას კულტურის სფეროდან.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
  • აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, საყოფაცხოვრებო რეალიებს.

უცხ.XI. 22. მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული და ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
  • ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს და განსხვავებებს
  • კორექტულად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას 

უცხ. XI.23. მოსწავლე ითვალისწინებს განსხვავებულ სოციოკულტურულ  გარემოში  მიღებულ  ქცევის წესებს.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
  • აკვირდება და აანალიზებს სოციოკულტურულ თავისებურებებს
  • სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას ოცავს უცხოური  სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს.  

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო თავაძე

ხელმძღვანელის  ელფოსტა: ninotavadze82@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий